უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს მეთაური ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, შეწყვიტოს ძმათამკვლელი ომი

უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს მეთაური, მიტროპოლიტი ონოფრე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძმათამკვლელი ომი. მანვე მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელ ჯარისკაცებს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

მიტროპოლიტმა უკრაინელ ხალხსაც მიმართა და მოუწოდა, ილოცონ უკრაინის ჯარის, სახელმწიფოსა და ერისთვის.

„სამწუხაროდ, რუსეთმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ და ამ რთულ დროს მოგიწოდებთ, ნუ მიეცემით პანიკას, იყავით მამაცები და გამოავლინეთ სიყვარული საკუთარი სამშობლოსა და ერთმანეთისადმი. პირველ რიგში მოგიწოდებთ, გაძლიერებული ლოცვისკენ უკრაინისთვის, ჩვენი ჯარისა და ხალხისთვის, გთხოვთ, დაივიწყოთ ურთიერთმტრობა და გაუგებრობები, გაერთიანდეთ სიყვარულით უფლისა და ჩვენი სამშობლოსთვის. ამ ტრაგიკულ დროს გამოვხატავთ განსაკუთრებულ სიყვარულს და მხარდაჭერას ჩვენი სამხედროებისადმი, რომლებიც დგანან ჩვენი მიწისა და ხალხის სადარაჯოზე. ღმერთმა დაიცვას და აკურთხოს ისინი!“ - განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს მეთაურმა.

ის ასევე მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს.

„გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ძმათამკვლელი ომი. უკრაინელი და რუსი ხალხი გამოსულია დნეპრის ნათლობის ემბაზიდან და ამ ერებს შორის ომი კაენის ცოდვის გამეორებაა, რომელმაც შურით მოკლა საკუთარი ძმა“, - მიმართავს ვლადიმერ პუტინს კიევში რუსეთის საპატრიარქოს მეთაური ონოფრე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა