აშშ-ის საელჩო უკრაინაში - ამერიკა უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის თავდასაცავად. დღეს უკვე შესაძლებელია ახალი სანქციების გაჟღერების დალოდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საელჩოს ცნობით, მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთის წინააღმდეგ შემოიღებენ უმკაცრეს სანქციებს, რისთვისაც „დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეიკრიბებიან და ამ პროცესს შეათანხმებენ.

„პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარგანზრახული ომი, რომელიც მიგვიყვანს კატასტროფულ დანაკარგებამდე. მხოლოდ რუსეთი აგებს პასუხს სიკვდილზე და ნგრევაზე, რომელსაც ეს დარტყმა მოიტანს, ხოლო მოკავშირეები და ნატოს პარტნიორები პასუხს გასცემენ გაერთიანებით და გადამწყვეტი საშუალებით“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, რომელსაც გამოცემა „ცენზორი“ ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია