გია ვოლსკი - ძალიან დიდი განსხვავებაა  უკრაინაში არსებულ სიტუაციასა და 2008 წელს შორის - ჩვენ  დანა გვაქვს ჩარტყმული ზურგში „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური პოლიტიკის გამო, ლანცეტი და ჟანგბადის ბალიში რუსებს დააჭერინეს ხელში

საფრთხეები გახდება რეალური, თუკი იმ გზით წავალთ, რასაც „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს. ამათი სურვილი ერთადერთია - როგორმე ლარის კურსს მიადგეს საფრთხე, როგორმე შეიქმნას ეკონომიკური პრობლემები, რომ იქნებ აფეთქდეს მდგომარეობა და განხორციელდეს სააკაშვილის მთავარი იდეა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, რუსეთი ელოდება, რომ როგორმე ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირება შემოვიდეს, რითაც ის ისარგებლებს.

„რასაც მე ვამბობ, რასაც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი ამბობს და ერთმანეთს ვხოცავთ, ამ კამათში არის ისეთი საფრთხე და საშიშროება, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ელოდება - საზოგადოებაში რომ შემოვიდეს დაპირისპირების ის ხარისხი, რითაც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რუსეთის ფედერაცია ისარგებლებს. ეს საფრთხეები გახდება რეალური, თუკი იმ გზით წავალთ, რასაც „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს.

ამათი სურვილი ერთადერთია - როგორმე ლარის კურსს მიადგეს საფრთხე, როგორმე შეიქმნას ეკონომიკური პრობლემები, რომ იქნებ აფეთქდეს მდგომარეობა და განხორციელდეს სააკაშვილის მთავარი იდეა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ არსებული მდგომარეობა არ ჰგავს 2008 წლის ომს და მისი მიზეზებიც ახსნა.

მისივე თქმით, ის რჩება იმ აზრზე, რომ 2008 წლის ომის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა „პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა“.

„სააკაშვილი პროვოკაციაზე კი არ წამოეგო, სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო პროვოკაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეგ ხელს არ მოაწერდა იმ რეზოლუციას, რომ საქართველოს ბრალია ომის დაწყება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეგ დაუჯერებდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დაუჯერებდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც საგანგებოდ იყო ჩამოსული. ძალიან დიდი განსხვავებაა უკრაინაში ახლანდელ სიტუაციასა და 2008 წელს შორის. 2008 წლის კარიბჭემდე სანამ მივიდოდით, გვარწმუნებდნენ, რომ რუსეთს საქართველო არ აინტერესებს და „ცხინვალი ამოსაღები კბილია“. საქართველოში იყვნენ სამშვიდობო ჯარები, ყველაფერი საგზაო რუკის მიხედვით მიდიოდა, რომ არა 2006 წლიდან ამ საგზაო რუკის დარღვევა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ არათუ შემოგვთავაზა, ფინანსურადაც გააძლიერა და სამხედრო თვალსაზრისითაც. აბსოლუტურად სხვა რეალობა იყო დონეცკში და ლუგანსკში. რუსეთს აწყობდა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც 2008 წელს სააკაშვილმა გააკეთა, მათ შორის სროლა, რომელიც თავად გადაიღო და მსოფლიოს ტელევიზიებში გაავრცელა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების მთავარი მიზანი საკუთარი ტერიტორიის და ხალხის დაცვაა.

„ახლა ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზანი ის კი არ არის, ვინმეს წინაშე კეკლუცობა დავიწყოთ, ბრიუსელში და ვაშინგტონში ეს ესმით, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ჩვენთან არიან და რამე რომ მოხდეს გვერდზე დაგვიდგებიან, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, საქართველოს ტერიტორია და ხალხი დავიცვათ. სანქციებს ითხოვენ ახლა ის ადამიანები, ვინც 2008 წელს ამ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. ჩვენ გვაქვს დანა ჩარტყმული ზურგში ამ ადამიანების მავნებლური პოლიტიკის გამო, ლანცეტი და ჟანგბადის ბალიში რუსებს დააჭერინეს ხელში და ახლა გვეუბნებიან, რომ რაღაც რეზოლუცია უნდა მივიღოთ ისეთი, რომელიც ამ სიტუაციას დაანგრევს. ჩვენს საზოგადოებას ყოველთვის უნდა შევახსენოთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო პროგრამაში იყოს მუდმივად და ამასთანავე, საქართველოს არ შეერყეს სტაბილურობა, რომელიც ძლივს აქამდე მოვიტანეთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო