სერგი კაპანაძე - პუტინს   ნატო-სთან ბრძოლის არანაირი შანსი არ აქვს - დასავლეთი იღვიძებს უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე გამოუღვიძია

დღეს რომ ნატო-მ გადაწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა სამხედრო კუთხით, დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი დამარცხდება. პუტინს ნატო-სთან ბრძოლის არანაირი შანსი არ აქვს. ახლა ბლეფზე მიდის, იცის, რომ არავის უნდა ნატო სამხედრო ტიპის დაპირისპირებაში იყოს ჩათრეული და ამით სარგებლობს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ "გრასის" დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, დასავლეთი იღვიძებს უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე გამოუღვიძია.

„ძალიან ძნელია ომის ლოგიკა წინასწარ გამოიცნო. უმადური საქმეა იმის გამოცნობა, ომში რა მოხდება. ერთი ის ვიცი, რომ დასავლეთი იღვიძებს უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე გამოუღვიძია. მაქვს იმის იმედი, რომ ლიდერები დასავლეთში, რომლებიც ხედავენ, რომ არაფერ შუაში არ არის არც ნატო-ს გაფართოება, არც უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, არც შეიარაღება, აბსოლუტურად არაფერ შუაშია. პუტინის სურვილია, რომ ევროპაში აღადგინოს გავლენის სფეროები და საბჭოთა კავშირი და თავისი გიჟური სამხედრო პოლიტიკა კიდევ უფრო შორს გაიტანოს. ამას უკვე ხედავენ და ხვდებიან, რომ ხვალ შეიძლება შემდეგნი ისინი იყვნენ. რაც უფრო ადრე მიხვდებიან, მით უფრო მალე მიიღებენ მძიმე გადაწყვეტილებებს, ვიდრე დღევანდელი სანქციებია. დღეს რომ ნატო-მ გადაწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა სამხედრო კუთხით, დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი იმ დღესვე დამარცხდება. პუტინს დარწმუნებული ვარ, ესმის, რომ არანაირი შანსი ნატო-სთან ბრძოლის მას არ აქვს. ნული აქვს შანსი. ახლა ბლეფზე მიდის, იცის, რომ არავის უნდა ნატო სამხედრო ტიპის დაპირისპირებაში იყოს ჩათრეული და ამით სარგებლობს. რაც უფრო მეტხანს გაძლებს უკრაინა, მით მეტი იქნება შანსი იმისა, რომ მეტი დახმარება, მეტი სანქციები, რეაგირება გაცილებით ქმედითი იყოს, ვიდრე დღესაა“, - განაცხადა კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა