კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოაცხადა, რომ ქვეყანა დროებით შეაჩერებს საელჩოსა და საკონსულოს მუშაობას უკრაინაში.
„უკრაინაში ვითარება სწრაფად გაუარესდა და სერიოზულ გამოწვევებს ქმნის. შედეგად, ჩვენ დროებით ვწყვეტთ მუშაობას როგორც ჩვენს საელჩოში, ასევე ჩვენს საკონსულოში უკრაინაში. კანადელი პერსონალი ახლა უსაფრთხოდ იმყოფება პოლონეთში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განცხადებაში.
ჯოლიმ დასძინა, რომ საელჩოში და საკონსულოში ოპერაციები განახლდება, როდესაც „უკრაინაში უსაფრთხოების ვითარება საშუალებას მისცემს უზრუნველვყოს სერვისების ადეკვატური მიწოდება“.