ენტონი ბლინკენის განცხადებით, მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ "რუსეთი აპირებს კიევის ალყაში მოქცევას"

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ”ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი აპირებს კიევის ალყაში მოქცევას და მუქარას.­

მისი თქმით, მოსკოვმა ადამიანის უფლებების ფართოდ დარღვევის გეგმები შეიმუშავა.

აშშ-ის უმაღლესმა დიპლომატმა არ დააკონკრეტა, თუ რა "პოტენციურად უარესი" ქმედება შეიძლება მიაყენოს მოსკოვმა უკრაინელ ხალხს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საგანგებო შეხვედრაზე გამოსვლისას.

„თვეების განმავლობაში რუსეთი ამტკიცებდა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში კრემლი ამზადებდა ამ ცივსისხლიან შეტევას, რომლის მასშტაბები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ამ ორგანიზაციის წევრები და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ახლა აშკარად ხედავენ რუსეთის მიერ იმ ვალდებულებების უგულებელყოფას, რომლებიც მან მსოფლიოს წინაშე აიღო - და ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ“, - თქვა ბლინკენმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის