ვლადიმერ ზელენსკი - გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის დივერსიული ჯგუფები კიევში შემოვიდნენ - მტერმა პირველ სამიზნედ მომნიშნა

პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ რუსული დივერსიული ჯგუფები შევიდნენ უკრაინის დედაქალაქ კიევში. ამის შესახებ cnn-ი ზელენსკის ვიდეომიმართვაზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა:

„ჩვენი ინფორმაციით, მტერმა მე მომნიშნა პირველ სამიზნედ, ჩემი ოჯახი, როგორც სამიზნე ნომერი - 2. მათ სურთ უკრაინის პოლიტიკური განადგურება სახელმწიფოს მეთაურის განადგურებით. ჩვენ გვაქვს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მტრის დივერსიული ჯგუფები შემოვიდნენ კიევში“, - განაცხადა მან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია