დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან - დერეკ ჩოლეტთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სატელეფონო საუბარს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ Twitter-ით ეხმაურება და სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - აშშ-ს, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ამ გადამწყვეტ მომენტში ერთიანობა და პარტნიორობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას," - წერს მინისტრი.

Twitter-ის საშუალებით აფასებს სატელეფონო საუბარს დერეკ ჩოლეტიც.

„ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმასა და საქართველოს ოკუპაციაზე. ჩვენ ერთიანნი ვართ უკრაინასა და საქართველოსთან მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“, - წერს ჩოლეტი Twitter-ის პირად გვერდზე.

ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2022
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე