პლენარული სხდომის დარბაზის დაკეტვის გამო, ოპოზიციამ უკრაინის ჰიმნი პარლამენტის ფოიეში შეასრულა

პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უკრაინის მხარდამჭერი ჰიმნი შეასრულეს, უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ კი გააჟღერეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

აღსანიშნავია, რომ მათი სურვილი იყო, უკრაინის ჰიმნი პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შესრულებულიყო, თუმცა იმის გამო, რომ სასესიო სხდომათა დარბაზის კარი არ გაიღო, მათ ჰიმნის შესრულება სხდომათა დარბაზის ფოიეში მოუწიათ.

პარლამენტის ფოიეში გაშლილია უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები.

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის ყველა კარი დაკეტილია. შესაბამისად, საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებს, რომელთა მიმართვის საფუძველზეც პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა, სასესიო დარბაზში შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

შესაბამისად, არ ტარდება არა თუ რიგგარეშე სხდომა, არამედ სხდომის გახსნისთვის საჭირო პროცედურა, რაც რეგისტრაციის გავლას ითვალისწინებს.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა