ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა დავადასტურო ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ და მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა საომარი მოქმედებები შეჩერდეს

სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა და საბრძოლო მოქმედებები არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ჩვენი სახელმწიფო და ხელისუფლება შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, რომ „ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა საომარი მოქმედებები შეჩერდეს“.

„კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩემს გუშინდელ განცხადებაშიც ვთქვი, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა, საბრძოლო მოქმედებები არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ჩვენი სახელმწიფო და ხელისუფლება შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინას. ის, რაც უკრაინაში ხდება არის დიდი ტრაგედია, ამ ომით, რომელიც სამწუხაროდ, ვერ იქნა შეკავებული და თავიდან აცილებული, ყველაზე მეტად დაზარალდება უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და უკრაინელი ხალხი. ომს არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენს თავზე გამოვცადეთ 2008 წელს, როდესაც სამწუხაროდ, თავიდან ვერ იქნა აცილებული ტრაგიკული მოვლენები. გახსოვთ, რომ ამან ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას, დაიხოცნენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, დავკარგეთ ტერიტორიები. ომი ყველასთვის არის მიუღებელი, არცერთ მხარეს არ ჰყავს გამარჯვებული იმიტომ, რომ ზიანი ორივე მხარეს მიადგება. მინდა დავადასტურო ჩვენი სოლიდარობა და მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა საომარი მოქმედებები შეჩერდეს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა