ლევან იოსელიანი - თუ კარი გაიხსნება და პარლამენტის თავმჯდომარის  ბრძანება მექნება, რომ სხდომას წარვუძღვე, კენჭისყრას ჩავატარებ  და ვნახავთ, რამდენი დეპუტატი ესწრება

ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება და დღევანდელ სხდომას არ ესწრება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

მისი თქმით, თუ ექნება პარლამენტის თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანება, მზად არის, რიგგარეშე სხდომას წარუძღვეს.

„ჩემი ინფორმაციით, მათ აქვთ დეპუტატების უმრავლესობის განცხადება, სადაც წერია, რომ დღეს ისინი მოსვლას არ აპირებენ. ამიტომ, ისინი კენჭისყრის ჩატარებაში აზრს ვერ ხედავენ. ამიტომ არის ეს კარი დაკეტილი. რაც შეეხება კითხვას, შემიძლია თუ არა სხდომას წარვუძღვე, თუ კარები გაიხსნება და რეგლამენტის თანახმად, მექნება პარლამენტის თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანება, რომ სხდომას წარვუძღვე, ჩავატარებ კენჭისყრას და ვნახავთ, რამდენი დეპუტატი ესწრება სხდომას ან არ ესწრება“,-განაცხადა იოსელიანმა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, მათი სურვილი იყო, უკრაინაზე ემსჯელათ და უკრაინისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინათ.

„მაქსიმალურად მოქნილი ვიყავით განცხადების ფარგლებში, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ტექსტი შეგვეთანხმებინა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა, ვინაიდან მათ აქვთ უმრავლესობის ხელმოწერა, რომ ისინი დღეს პარლამენტში მოსვლას არ აპირებენ. აქედან გამომდინარე, ჩაკეტეს კარი და ვერ ხედავენ აზრს, რომ საერთოდ კენჭისყრა შედგეს“,-განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, დღეს შალა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობის წევრი 82 დეპუტატიდან არცერთი არ დაესწრება რიგგარეშე სხდომას.

„შესაბამისად, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა დარჩენილია 61 დეპუტატი, არსებული მოცემულობით, თეორიულადაც გამორიცხულია სხდომის გახსნისთვის საჭირო 76 დეპუტატის მიერ რეგისტრაციის გავლა. გამომდინარე აქედან, რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება და ასევე, აზრს მოკლებულია რეგისტრაციის პროცედურის გამართვაც. შესაბამისად, დღეს სხდომის გახსნის პროცედურები არ გაიმართება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
მამუკა გამყრელიძე - პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შანხაის  სამიტი, მან სამარყანდში დაინახა, რომ  მარტო დარჩა, ამიტომაც შეცვალა ომის მიზანი
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია