პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - სამწუხაროა, რომ რიგგარეშე პლენარული სხდომა ვერ ჩატარდება - პრეზიდენტმა განკარგულებით დააფიქსირა მისი პოზიცია, რომ სხდომა უნდა ჩატარებულიყო

პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ განკარგულებით დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ სხდომა უნდა ჩატარებულიყო, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ დღეს, რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდა.

„გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვიდა განცხადება პარლამენტარებისგან, რომელსაც 41 დეპუტატი აწერდა ხელს რიგგარეშე სხდომის მოთხოვნასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ და სამწუხაროა, რომ დღეს ეს სხდომა არ ჩატარდება, ვერ ჩატარდება. პრეზიდენტმა თავისი განკარგულებით დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ სხდომა უნდა ჩატარებულიყო“, - განაცხადა მსხილაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს