გიგა ბოკერია - ვლადიმერ პუტინი პირდაპირ ამბობს, რომ უნდა გაგვანადგუროს, როგორც ქვეყანა - უბრალოდ ჩაწვე და იმედი გქონდეს, რომ ვერ შეგამჩნევს, არის სისულელე

პუტინი პირდაპირ ამბობს, რომ უნდა გაგვანადგუროს, როგორც ქვეყანა. უბრალოდ ჩაწვე და იმედი გქონდეს, რომ ვერ შეგამჩნევს, არის სისულელე. თითქოს ჭირვეული ბავშვი იყოს და თვალში თუ არ შეეჩხირები, არ გერჩის. როცა უნდა თავის იდეას მაშინ გაააქტიურებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

გიგა ბოკერიას შეფასებით, მოსახლეობაში რუსეთთან ომის შიში ნორმალურია, მაგრამ სამარცხვინოა, როდესაც მთავრობა ამ ინსტინქტზე დაყრდნობით ახდენს საზოგადოებაზე გავლენას.

,,2008 წლის და 2014 წლის შემდეგ ბევრი შეცდომა იყო თავისუფალი სამყაროს მხრიდან დაშვებული, აბსოლუტურად ნორმალურია როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა იყო ცუდი და რა არის გასაკეთებელი, მაგრამ ახლა სხვა ტალღა მაშფოთებს, ადამიანებში არის განცდა, რომ უკრაინა მიატოვეს და უნდათ ჩვენ რუსეთთან გვაომონ, მაგრამ არ დაგვეხმარონ. ჩვენს მომავალზეა საუბარი, უკრაინაში მეორე დიდი ბრძოლა გვაქვს. „ქართული ოცნება“ აგრძელებს პროპაგანდას, „გინდათ მოვკვდეთ?, გინდათ იგივე მოგივიდეთ?“ - ამას ეუბნებიან ქართველ ხალხს.

ჩვენი ვალია ამ პროპაგანდას ყველგან დავუპირისპიროთ ახსნა, გატყუებენ ხალხო, ვერ ჩავწვებით პუტინთან, პუტინი პირდაპირ ამბობს, რომ უნდა გაგვანადგუროს როგორც ქვეყანა. უბრალოდ ჩაწვე და იმედი გქონდეს, რომ ვერ შეგამჩნევს არის სისულელე. თითქოს ჭირვეული ბავშვი იყოს და თვალში თუ არ შეეჩხირები არ გერჩის, როცა უნდა თავის იდეას მაშინ გაააქტიურებს. უნდა გვესმოდეს რამხელა საფრთხეა თუ არ გვყავს მთავრობა, რომელიც ემზადება, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერა ჰქონდეს, წინააღმდეგობის გაწევაც უნდა შეგვეძლოს, თუ ეს ვერ შევძელით, სულ ასე ვიქნებით. ომის შიში ნორმალურია, მაგრამ სამარცხვინოა, როდესაც მთავრობა ამ ინსტინქტზე დაყრდნობით ახდენს საზოგადოებაზე გავლენას“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ 2008 წლის ომის მოვლენებიც გაიხსენა. მისი თქმით, იმავე ილუზია, რომ „არ უნდა გაგვეცა პასუხი, როდესაც ჩვენს სოფლებს ბომბავდნენ“ ბევრს ჰქონდა, თუმცა ვნახეთ, რომ რუსეთი უკრაინის რამდენიმე რეგიონის აღების შემდეგ არ შეჩერებულა.

,,ეს იმავე ილუზიაა რაც ბევრს ჰქონდა, რომ არ უნდა გაგვეცა პასუხი, როდესაც ჩვენს სოფლებს ბომბავდნენ. გვახსოვს ივანიშვილის განცხადებები 1-2 ბომბი ჩამოაგდეს და რატომ ირეაგირესო. ყირიმი აიღეს და გაჩერდნენ? თუ აღმოსავლეთ უკრაინაზე გაჩერდნენ?, უნდა ვიპოვოთ ერთი მაგალითი ქვეყნისა, რომელიც დაულაგდა რუსეთს და კარგად ცხოვრობს. იმისთვის, რომ გავაღწიოთ ამ ჭაობიდან უნდა ვიაქტიუროთ, რისკი არის, მაგრამ ის ილუზია, რომ „გავძვრებით თუ არ შეგვამჩნევენ“ არის სისულელე, სიბრიყვე და მავნებლობა“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა