პრემიერი - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ომის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს - ამის შემდეგ რომ ვერ გათვლის ელემენტარულს და ბრიყვულად წამოეგება პროვოკაციას, ეს ღალატია

საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ომის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს, ამის შემდეგ ხელისუფალი რომ ვერ გათვლის ელემენტარულს და ბრიყვულად წამოეგება პროვოკაციას, ეს, რა თქმა უნდა, ღალატია - ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და გაუთვლელი პოლიტიკა საქართველოში დასრულდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ხომ არ შეიცვალა აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოზიცია.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, დღეს საქართველოში ეროვნული და პრაგმატული პოლიტიკა ხორციელდება.

„ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, ეს არის ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და მათი შეფასებები - რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კონდოლიზა რაისის ინტერვიუ CNN-თან. მან კიდევ ერთხელ გაიხსენა აგვისტოს მოვლენები. თქვა, რომ იცოდნენ, რომ რუსეთი აპირებდა საქართველოში შეჭრას, ანუ მათ ომის თაობაზე ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებას მიაწოდეს. ამის შემდეგ ხელისუფალი რომ ვერ გათვლის ელემენტარულს და ბრიყვულად, სულელურად თუ ანტისახელმწიფოებრივად წამოეგება პროვოკაციას, ეს, რა თქმა უნდა, ღალატია. თავად ამერიკის ხელისუფლების ყოფილი ელჩი, მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ აგვისტოს ომი არ იყო გარდაუვალი.

დღეს საქართველოში ეროვნულ, პრაგმატულ პოლიტიკას ვახორციელებთ. ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და გაუთვლელი პოლიტიკა საქართველოში დასრულდა. ვუპასუხებ ჩვენს ოპონენტებს, რომლებიც უპასუხისმგებლოდ მოუწოდებდნენ ხელისუფლებას სანქციების დაწესებისკენ - ჩვენმა ხალხმა ბევრი გასაჭირი გამოიარა ამ 30 წლის განმავლობაში, შეცდომები საკმარისზე მეტი დავუშვით. 1990 წელს რკინიგზის გადაკეტვით გარკვეულ პოლიტიკოსებს სჯეროდათ, რომ რუსეთს ბლოკადას მოახდენდნენ, ასეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩვენს თავს ნუ ჩავიგდებთ და ამით ნუ დავაზიანებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ყველას მშვიდობას ვუსურვებ. ყველას მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ წინაშე არავითარი საფრთხე არ დგას. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, კონცენტრირება მოვახდინოთ განვითარებაზე, წინსვლაზე, კეთილდღეობაზე და ერთ მუშტად, მშვიდად, მტკიცედ გავაგრძელოთ ქვეყნის წინსვლა“, - განახადა პრემიერ-მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს