ნათია მეზვრიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები ისტორიაში შევა, როგორც ეროვნული უთავმოყვარეობის მაგალითი!

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „მისი სიტყვები ისტორიაში შევა, როგორც ეროვნული უთავმოყვარეობის მაგალითი“.

„არსებობს ასეთი ცნება: ეროვნული თავმოყვარეობა! დღეს მოვისმინეთ ეროვნულად უთავმოყვარეო პრემიერის და ხელისუფლების განცხადება.

რამდენიმე დღეა ღარიბაშვილი აქცენტს აკეთებს „ეროვნულ პოლიტიკაზე“ და „ეროვნულ ინტერესებზე“.

როგორც ჩანს, „ოცნებამ“ გადაწყვიტა ამ სიტყვების საფარქვეშ ღიად გაატაროს ანტიეროვნული პოლიტიკა, ზუსტად ისე, როგორც კანონის უზენაესობის და დემოკრატიის საფარქვეშ ატარებს უკანონო და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას.

დღევანდელ კომენტარს, არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტად ეროვნულ პოლიტიკასთან და ეროვნულ ინტერესებთან. მისი სიტყვები ისტორიაში შევა, როგორც ეროვნული უთავმოყვარეობის მაგალითი!“, - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებს. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით მიიღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა