უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მალე ქვეყანა პარტნიორებისგან თანამედროვე იარაღსა და სხვადასხვა სახის რესურსს მიიღებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, მალე უკრაინა თავისი პარტნიორებისგან თანამედროვე იარაღსა და სხვადასხვა სახის რესურსს მიიღებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ის მთელი ღამის განმავლობაში ეკონტაქტებოდა კოლეგა მინისტრებს სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანაში და ხედავს, რომ მსოფლიო პოზიცია თანდათან უფრო ცხადი ხდება.

„30-საათიანი სრულმასშტაბიანი თავდასხმა მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან ჩვენს სახელმწიფოზე.

ჩვენი დამცველების გმირობის წყალობით უკრაინამ პირველ ყველაზე რთულ დღეს გაუძლო. ოკუპანტებმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს. დღეს ჩვენ ვიქნებით უფრო ძლიერები. ათასობით ადამიანი უერთდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

ვამაყობ თითოეული თქვენგანით!

მთელი ღამის განმავლობაში მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგა მინისტრებთან იმ სახელმწიფოებში, რომლებიც უკრაინას მუდმივ დახმარებას უწევენ. მსოფლიოს რეაქცია თანდათან უფრო ცხადი ხდება. მალე ჩვენ მივიღებთ დამატებით დახმარებას თანამედროვე იარაღის სახით და სხვა რესურსებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან.

ჩვენ უკვე მოვახერხეთ რუსი ოკუპანტების გეგმების დარღვევა. ახლა მნიშვნელოვანია დავუპირისპირდეთ იმ ტყუილის ზღვას, რომელსაც კრემლი ქმნის და ეს იქნება „სერიული მკვლელისა და მოძალადის დასასრული“, რომელიც მეზობლებს თავს ესხმის.

ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს და რუსეთის მოქალაქეებს, რომ რუსული ჯარი ცეცხლს უხსნის მშვიდობიან მოქალაქეებს, ხოცავს ქალებსა და ბავშვებს და ყველა, ვინც ჩუმადაა, მკვლელების თანამონაწილე ხდება. ისინი, ვინც ხელს უშლიან უკრაინას ბრძოლაში და ბლოკავენ სანქციებს სახელმწიფოს მკვლელის წინააღმდეგ, ხელს უდანაშაულო ადამიანების სისხლით ისვრიან.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

დიდება თავდაცვის ძალებს! დიდება უკრაინას!“- განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია