რუსული მედია - ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზადაა

რუსეთი მზადაა უკრაინასთან მაღალ დონეზე მოლაპარაკებისთვის, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინს, მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. ბრძოლა მიმდინარეობს მთელ უკრაინაში. მოდით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. შევაჩეროთ ხალხის სიკვდილი,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა