მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე - რა გინდათ, ყველანაირად ჩართულები ვართ, მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას და სიტუაციის არევა რატომ უნდათ? რისი თქმა უნდათ, რომ საქართველოს ხელისუფლებაა პრორუსი და აქციები და გამოსვლები დაიწყოს?

რა გინდათ, ყველანაირად ჩართულები ვართ, მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას და სიტუაციის არევა რატომ უნდათ? რისი თქმა უნდათ, რომ საქართველოს ხელისუფლებაა პრორუსი და აქციები და გამოსვლები დაიწყოს? - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა რიგგარეშე სხდომის გამართვაზე ოპოზიციის მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა.

ყაველაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე საკითხზე კონსოლიდაცია წარმოუდგენელია. მისი თქმით, საქართველოს "როგორც იქნა გონიერი ხელისუფლება ჰყავს," "ნაციონალური მოძრაობა" კი მავნებლური პარტიაა. რაც შეეხება სხდომას, ყაველაშვილის განცხადებით, ის სამშაბათს ჩატარდება და ოპოზიციას შეუძლია განცხადებები ამ სხდომაზე გააკეთოს.

"სანამ კოორდინაციასა და ერთიანობაზე ისაუბრებდნენ, გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა პირდაპირ განაცხადა და გაიგივა ერთმანეთთან - პუტინის დამარცხება და საქართველოში ხელისუფლების დამარცხება. როგორ წარმოგიდგენიათ ამ მავნებლურ ძალასთან კონსოლიდაცია? როგორ შეიძლება, საკუთარ ხელისუფლებას რუსული ხელისუფლება უწოდო? ალბათ, უნდათ, ერთი და იმავე მეთოდებით ებრძოლონ პუტინს და საქართველოს ხელისუფლებას.

"ნაციონალურ მოძრაობას" და მასთან ასოცირებულ პარტიებს მინდა შევახსენო, რომ მათ მიერ ხელმოწერილი რეზოლუციის მეხუთე პუნქტში პირდაპირ არის დადანაშაულებული ქართველი სამხედროები 2008 წელს ფართომასშტაბიანი ომის დაწყებასა და კასეტური ბომბების გამოყენებაში მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. ამ რეზოლუციას ხელი მოაწერა მაშინდელმა ხელისუფლებამ, "ნაციონალურმა მოძრაობამ". ესენი არიან მავნებლები. რა უნდათ, სიტუაცია არიონ საქართველოში და რის გამო? - როგორც იქნა, გონიერი ხელისუფლება ჰყავს საქართველოს და როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში დამშვიდებული იყო, მაგრამ შეძლებისდაგვარად დამშვიდებული არიან ჩვენი მოქალაქეები. პირველ რიგში, გონიერება გვინდა. მსოფლიოში არც ერთი ნორმალური ადამიანი არ არსებობს, რომელსაც სოლიდარობის გრძნობა არ აქვს უკრაინელების მიმართ. ამ ყველაფერს ყველა განვიცდით. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი სახელმწიფოა პირველი ინტერესი. რა გინდათ, ყველანაირად ჩართულები ვართ, მხარდაჭერასაც ვუცხადებთ უკრაინას და სიტუაციის არევა რატომ უნდათ? რისი თქმა უნდათ, რომ საქართველოს ხელისუფლებაა პრორუსი და დაიწყოს აქციები და გამოსვლები? ვის უნდა ეს საქართველოში, რომ არეულობა იყოს? - ეს არის ერთადერთი ძალა. არეულობა ხომ იცით, ვის აწყობს?"- განაცხადა ყაველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა