სერგო ჩიხლაძე - ღარიბაშვილის განცხადებები დაცლილი იყო ეროვნულობისგან, პრაგმატულობისგან, ადამიანობისგან - ეს არ იყო ქართველი ადამიანის განცხადება, ეს იყო პრორუსული განცხადება

ღარიბაშვილს შეეძლო ეთქვა, რომ საქართველო მზად არის, უკრაინიდან ლტოლვილები მიიღოს, ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს, ესეც ხომ რუსეთის გაღიზიანება არ არის?!, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ღარიბაშვილის განცხადება სანქციებთან დაკავშირებით ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" საქართველოში პუტინსაც დიდი სიამოვნებით შემოუშვებს.

"ღარიბაშვილის განცხადებები დაცლილი იყო ეროვნულობისგან, პრაგმატულობისგან, ადამიანობისგან. ეს არ იყო არც პოლიტიკოსის, არც წესიერი კაცის განცხადება და ეს არ იყო ქართველი ადამიანის განცხადება, ეს იყო პრორუსული განცხადება, რომელიც დღეს მთელი რუსული მედია აფრიალებს და ეს იყო განცხადება, რომელმაც დაგვაპირისპირა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ჩვენ, პოლიტიკოსებს, საზოგადოებას ძალიან ბევრის გაკეთება მოგვიწევს, რომ ეს ლაქა ჩამოვირეცხოთ, რაც ღარიბაშვილმა თავის რამდენიმე განცხადებით გააკეთა მაშინ, როცა მას შეეძლო ეთქვა, რომ საქართველო მზად არის მიიღოს ლტოლვილები უკრაინიდან, ბავშვები, ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ, ესეც ხომ რუსეთის გაღიზიანება არ არის, რომ ლტოლვილებს გავუწიოთ დახმარება. ეს მაინც ეთქვა შეეძლო, თუ მას ჰქონდა ერთი ადგილი, რომ სანქციებზე დასავლელი პარტნიორების პოზიცია გაეზიარებინა. ან რას ჰქვია სანქციებს არ უერთდება, საქართველოში რომ შემოვიდეს, შემოუშვებს შოიგუს მაგალითად? ან რუსეთის რომელიმე დუმის დეპუტატს? პოზნერები, გავრილოვები შემოუშვეს, რა თქმა უნდა, შოიგუს შემოუშვებენ, პუტინის ყოფილ სიძესაც და თვითონ პუტინსაც სიამოვნებით შემოუშვებენ. რა თქმა უნდა, მისი განცხადებები გაგვიფუჭებს ურთიერთობებს უკრაინასთან და ჩვენ უკვე მოვისმინეთ რადას დეპუტატების ჩართვები, მაგრამ მე იმედი მაქვს, ქართველი ხალხის და ჩვენი ყველას განცხადებები გადაწონის ღარიბაშვილის განცხადებებს", - განაცხადა ჩიხლაძემ.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2022
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში ახალი მრავალფუნქციური სივრცე „კომბინატი - Combinaty“ იხსნება
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო