რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ნატოს უნდა გადაედგა მეტად გადამწყვეტი ნაბიჯები

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო და ევროკავშირი უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით არასაკმარისად მტკიცე პოზიციის დაკავებაში დაადანაშაულა.

როგორც თურქეთის პირველმა პირმა აღნიშნა, ევროკავშირი და სხვა პროდასავლური ორგანიზაციები უკრაინას მხოლოდ ბევრი რჩევით ამარაგებენ.

„ნატოს უნდა გადაედგა მეტად გადამწყვეტი ნაბიჯები. ევროკავშირმა და სხვა პროდასავლურმა ორგანიზაციებმა ვერ იქონიეს საკმარისად სერიოზული და მტკიცე პოზიცია ამ მომენტისთვის. ისინი უკრაინას მხოლოდ ბევრი რჩევით ამარაგებენ “, - განაცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებთან.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა