ნიკა მელია - ძვირფასო უკრაინელებო, მინდა იცოდეთ, რომ საქართველო არ არის ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გვრცხვენია და დიდ ბოდიშს ვიხდით

ძვირფასო უკრაინელებო, მინდა იცოდეთ, რომ საქართველო არ არის ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი! საქართველო არის ათასობით ახალგაზრდა, ვინც გუშინ თბილისის ქუჩები გაავსო. და თუკი მაინც, უკრაინაში საქართველო არის ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ გვრცხვენია და ამისთვის ვიხდით დიდ ბოდიშს! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, პუტინმა უკრაინისგან და საქართველოსგან მოითხოვა უარი გვეთქვა ჩვენს ნათელ და დაცულ მომავალზე.

„ომია, სამწუხაროდ, ომია და ეს ომი საქართველოსთვის სადღაც კი არ არის, რომელზეც გულგრილად შეიძლება თქვა, რომ სადღაც არის ეს ომი და მე ჩემი სხვა საქმე მაქვსო. ეს არის ყველაზე უღირსი პოზიცია, რომელიც ქართველმა ადამიანმა შეიძლება დააფიქსიროს. როგორ შეიძლება ეს თქვას უკრაინელი, გმირი ხალხის მეგობარი ქვეყნის მთავრობის მეთაურმა?! მრცხვენია ამის და ბოდიში უკრაინელ ძვირფას მეგობრებს, დებს და ძმებს! ბოდიში იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ახლა ფრონტის წინა ხაზზე არიან! ბოდიში იმ ქართველი ოჯახის წევრებს, რომელთა სახელი და გვარიც გმირთა მემორიალზეა ამოტვიფრული. დიდი ბოდიში იმ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებმაც ყველზე ძვირფასი - სიცოცხლე დათმეს სოხუმისა და გაგრის მისადგომებთან! დიდი ბოდიში ყველა იმ ქართველ ვაჟკაცს, როლებიც ახლა ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვიან უკრაინელ თანამებრძოლებთან ერთად. ბოდიში იმ უკრაინელ გმირ პილოტებს, რომლებმაც თავიანთი ვაჟკაცობით 1993 წელს საქართველოს ათასობით მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინეს როდესაც მათ მოახდინეს ჩვენი თანამოქალაქეების ევაკუირება მოახდინეს იქიდან, საიდანაც ვერავინ ბედავდა.

დიდი ბოდიში უკრაინის პრეზიდენტს და ექსპრეზიდენტს, ჩვენ გვახსოვს თქვენი გადამწყვეტი ფიზიკური თანადგომა საქართველოს მთავარ გამზირზე. ძვირფასო უკრაინელებო, პუტინმა თქვენგან და ჩვენგან მოითხოვა უარი გვეთქვა ჩვენს ნათელ და დაცულ მომავალზე. თქვენი პასუხი ნათელი და მკაფიოა, თქვენი პასუხია ის გოგო-ბიჭები, რომლებიც ერთი სანტიმეტრი უკრაინული მიწისთვისაც კი იბრძვიან. ძვირფასო უკრაინელებო, მინდა იცოდეთ, რომ საქართველო არ არის ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი! საქართველო არის ათასობით ახალგაზრდა, ვინც გუშინ თბილისის ქუჩები გაავსო. და თუკი მაინც, უკრაინაში საქართველო არის ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ გვრცხვენია და ამისთვის ვიხდით დიდ ბოდიშს! საქართველო არ არის ლაჩარი! საქართველოს შვილები არ ვართ ლაჩრები და ვიცით როგორ უნდა დავუდგეთ გვერდით ჩვენს მეგობრებს“, - განაცხადა მელიამ.

მელიამ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა შეიკრიბონ თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან დღეს, 19:00 საათზე და გვერდით დაუდგნენ უკრაინელ ხალხს, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისთვისაც იბრძვიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო