მიხეილ სარჯველაძე - საინტერესოა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების რომელი ნაწილი არ მოეწონა გიორგი გახარიას?

საინტერესოა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების რომელი ნაწილი არ მოეწონა ბატონ გიორგი გახარიას?! პრემიერი დაფიქრებულად იქცევა, აყოლილი არ არის ემოციებს, - ეს განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

სარჯველაძე იმასაც ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებები ობიექტურად სწორია, ვის მიერ როგორც არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან არცერთი ისეთი გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს მიღებული, რაც პირველ რიგში, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ მოიაზრებს. მათ შორის, რა თქმა უნდა, ეს სანქციების ნაწილს ეხება - აბსოლუტურად გონივრულია ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გამოხატული. მათ შორის ეს ნორმალურია იმ კონტექსტში, რომ საქართველოში არსებული ვითარება ყველა სხვა სახელმწიფოსგან განსხვავებულია. ერთადერთი გამონაკლისი ამ თვალსაზრისით არის თვითონ უკრაინა. უკრაინა რუსეთთან მიმართებაში სანქციებს კი არ აწესებს, არამედ აქვს მდგომარეობა, როდესაც არის ოკუპაციის პირობებში. საქართველოს მდგომარეობა დიდი ბრიტანეთისგან თვისობრივად განსხვავებულია.

საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და ყველა მხრივ ცდილობს, რომ უკრაინას პრაქტიკული დახმარება ამოუჩინოს, საჭიროებების შესაბამისად. ასეთ ფონზე ხელისუფლების კრიტიკა მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესებით არის განპირობებული“, - განაცხადა სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა