იენს სტოლტენბერგი - რუსეთის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ კრემლის ომი უკრაინის წინააღმდეგ არ გახდის რუსეთს უფრო დაცულს და პატივსაცემს მსოფლიოში - ეს არ მოუტანს უკეთეს მომავალს თქვენს შვილებს

რუსეთის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ კრემლის ომი უკრაინის წინააღმდეგ არ გახდის რუსეთს უფრო დაცულს და არ გახდის რუსეთს უფრო პატივსაცემს მსოფლიოში, ეს არ მოუტანს უკეთეს მომავალს თქვენს შვილებს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე განაცხადა.

მისი თქმით, ნატომ და ევროკავშირმა რუსეთს უკვე დაუწესა მნიშვნელოვანი სანქციები, მაგრამ უნდა იყვნენ მზად მეტის გასაკეთებლად, მაშინაც კი თუ ამისთვის ფასის გადახდა მოუწევთ.

„პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება აწარმოოს აგრესიული ქმედება უკრაინის წინააღმდეგ, არის საშინელი სტრატეგიული შეცდომა, რისთვის რუსეთი გადაიხდის მძიმე ფასს წლების განმავლობაში. ნატოს მოკავშირეებმა და ევროკავშირმა წარმოადგინეს მნიშვნელოვანი სანქციები, ძირითადი პარტნიორები მსოფლიოში უკვე შემოგვიერთდნენ. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად უფრო მეტის გასაკეთებლად, მაშინაც კი თუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გადავიხდით ამის საფასურს. ამავდროულად, რუსეთის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ კრემლის ომი უკრაინის წინააღმდეგ არ გახდის რუსეთს უფრო დაცულს და არ გახდის რუსეთს უფრო პატივსაცემს მსოფლიოში, ეს არ მოუტანს უკეთეს მომავალს თქვენს შვილებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა