ჰაკერთა დაჯგუფება ,,ანონიმუსმა“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზების გატეხვა შეძლო. მათმა დაჯგუფებამ კი ინფორმაცია სრულად საკუთარ ,,ტვიტერ“ გვერდზე გაასაჯაროვა.
როგორც თავად აცხადებენ, ,,ანონიმუსის“ მიერ მონაცემების გასაჯაროება არის კიბერ-ომის ნაწილი, რომელიც დაჯგუფებამ მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის საპასუხოდ დაიწყო.
„ამჟამად ,,ანონიმუსი“ ჩართულია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ოპერაციებში“, - წერს ჯგუფი თავის მთავარ Twitter-ზე.
„ჩვენი ოპერაციები მიმართულია რუსეთის მთავრობაზე”, - აცხადებს დაჯგუფება.
მანამდე დაჯგუფებამ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მათ რუსული პროპაგანდისტული მედია RT News-ის ვებ-გვერდი გატეხა.