უკრაინის ელჩი - ქართველები და საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს დახმარება გაუწიოს

საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის განცხადებით, უკრაინა საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლიერია.

როგორც დოლგოვმა საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს მოქალაქეები და მთავრობა ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოში ჩარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს დაეხმარონ.

„ჩვენ მადლიერი ვართ ყველანაირი დახმარებისთვის და საქართველოშიც დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. იმის გამო, რომ ავიამიმოსვლა არ გვაქვს უკრაინასთან, ასეულობით უკრაინის მოქალაქე ჩარჩა საქართველოში. ქართველები და საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს დახმარება გაუწიოს. საქართველოს მთავრობამ ცხელი ხაზი გახსნა უკრაინის მოქალაქეებისთვის და ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვენი მოქალაქეები უფასოდ განათავსოს. მცირე და მსხვილი სასტუმროების მეპატროენეები გვირეკავენ და გვეკითხებიან - რა შეიძლება გავაკეთოთ თქვენი მოქალაქეებისთვის“,- განაცხადა იგორ დოლგოვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა