დიმიტრი პესკოვი - კიევმა რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა

კიევმა რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარასკევს უკრაინაში რუსული სამხედრო ძალის მოქმედებები მოლაპარაკებების მოლოდინში შეაჩერა, თუმცა ოფიციალური კიევისგან უარის მიღების შემდეგ კვლავ განაახლა.

„გუშინ უკრაინის ლიდერებთან მოსალოდნელი მოლაპარაკებების ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა რუსული სამხედრო ძალების ძირითადი ჯგუფის მოქმედებები დროებით შეაჩერა, მაგრამ იმის გამო, რომ უკრაინულმა მხარეს მოლაპარაკებებზე უარი თქვა, რუსული სამხედრო ოპოერაცია დღეს გეგმის მიხედვით განახლდა“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მოლაპარაკებებზე უარის თქმის ფაქტი უარყო.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია