პრემიერის განკარგულებით, უკრაინელი ხალხისთვის შესყიდულია ათასობით პირველადი სამედიცინო დახმარების საგანი, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, ჟანგბადის კონცენტრატორები

პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, უკრაინელი ხალხისთვის უკვე შესყიდულია ათასობით პირველადი სამედიცინო დახმარების საგანი, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, ჟანგბადის კონცენტრატორები და სხვა პირველადი საჭიროების ნივთები.

„საქართველოს მთავრობის მიერ ჰუმანიტარული ტვირთის შესყიდვის პროცესში რამდენიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ და კლინიკამ სურვილი გამოთქვა, სამედიცინო აღჭურვილობისა და მედიკამენტების ნაწილი უსასყიდლოდ გადაეცათ.

საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა ვარშავის გავლით ხვალ მიიღებს.

უკრაინის ელჩი საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით უკრაინელი ხალხისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების შესახებ ინფორმაცია მას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მიაწოდეს.

ელჩმა საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს