რამზან კადიროვმა უკრაინაში ჩეჩენი მებრძოლები გაგზავნა, რომლებიც რუსულ სამხედრო ძალებს შეუერთდნენ

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, მან უკრაინაში მებრძოლები გაგზავნა, რომლებიც რუსულ სამხედრო ძალებს შეუერთდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კადიროვის თქმით, ჩეჩენმა მებრძოლებმა, აქამდე წარმატებით მოახერხეს უკრაინულ სამხედრო ობიექტებზე კონტროლის დამყარება ისე, რომ ადამიანური დანაკარგი არ განეცადათ.

ამასთანავე, ჩეჩნეთის ლიდერმა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება გაამართლა და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუშლის მოსკოვის მტრებს ქვეყანა პლატფორმად გამოიყენონ, საიდანაც რუსეთს დაესხმებიან თავს.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია