„თიბისი“ უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად ანგარიშს ხსნის და პირველი დონაციის სახით, 200 000 ლარს რიცხავს

თიბისი, უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად, ადგილობრივ ანგარიშს ხსნის და პირველი დონაციის სახით, 200 000 ლარს რიცხავს. აღნიშნულ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. „უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად, ადგილობრივი გადარიცხვებისთვის, თიბისი ანგარიშს ხსნის.

ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, „თიბისის“ ანგარიშზე, ყოველგვარი ბარიერის გარეშე, მარტივად ჩარიცხოს სასურველი თანხა და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე. გუნდის სახელით, პირველ, 200 000 ლარის ოდენობის დონაციას „თიბისი“ განახორციელებს. შეგროვილი თანხა ყოველდღიურად გადაირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ ანგარიშზე. ლარის ანგარიშის ნომერი:

#GE68TB7318736080100007

მიმღები: ააიპ თიბისელები დოლარის და ევროს ანგარიშის ნომერი:

#GE80TB7318736180100001 მიმღები: NNLE TIBISELEBI“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო