ჯო ბაიდენი - გვაქვს ორი ვარიანტი: დავიწყოთ მესამე მსოფლიო ომი ან დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ფასს გადაიხდის

ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის როგორც გრძელ, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილების გამო და დასძინა, რომ კონფლიქტი ევროპასა და ნატოს აახლოებს. ამის შესახებ CNN იუწყება.

„ის აწარმოებს ეფექტს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც იმედოვნებდა“, - განაცხადა ბაიდენმა ვლადიმერ პუტინზე საუბრისას.

სანქციებზე საუბრისას, ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს ერთადერთი საშუალებაა რუსეთის დასასჯელად. „ჩვენ ორი ვარიანტი გვაქვს - დავიწყოთ მესამე მსოფლიო ომი, ფიზიკურად ვეომოთ რუსეთს, ან მეორე - დავრწმუნდეთ, რომ ქვეყანა, რომელიც სამართლის წინააღმდეგ მოქმედებს, ამისთვის ფასს გადაიხდის“, - განაცხადა ბაიდენმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა