თეთრი სახლი - გაიყინება რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივები - იახტები, სასახლეები

ავამუშავებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, რათა ამოცნობილი, ლოკალიზებული და გაყინული იქნას სანქცირებული რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივები, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი "ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთისთვის დაგეგმილია ისეთი სანქციები, რომ "რუსეთი ვერ გამოიყენებს თავის ცენტრალურ ბანკს თავისი ვალუტის მხარდასაჭერად".

"მომავალ კვირას ავამუშავებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, რათა ამოცნობილი, ლოკალიზებული და გაყინულ იქნას სანქცირებული რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივები - მათი იახტები, სასახლეები და მანკიერი გზით მოპოვებული სხვა შენაძენები, რომელთა ამოცნობას და კანონის ძალით დაყადაღებასაც შევძლებთ", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია