ალექსანდრე ლუკაშენკო - საწყალი პუტინი, ჯერ მოლაპარაკებებს სთავაზობენ, მერე უკან იხევენ, სიმართლე გითხრათ, მეცოდება

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო გამოეხმაურა უკრაინის უარს, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები მინსკში გამართონ.

„საწყალი პუტინი. ჯერ მოლაპარაკებებს სთავაზობენ, მერე უკან იხევენ. სიმართლე გითხრათ, მეცოდება", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკი თავის გადაწყვეტილებებში გარე ძალებზეა დამოკიდებული და ისინი მას მოლაპარაკებების უფლებას არ მისცემენ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მინსკში მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელი იქნებოდა, თუკი რუსეთი ბელარუსის ტერიტორიიდან არ დაესხმებოდა უკრაინას თავს.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში უკვე ჩავიდა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო