ოლაფ შოლცი უკრაინისთვის იარაღის გაგზავნაზე - პუტინის აგრესიაზე სხვა პასუხი შეუძლებელი იყო

ამ უკიდურესი საჭიროების დროს უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ, პუტინის აგრესიაზე სხვა პასუხი შეუძლებელი იყო, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში განაცხადა, სადაც მან უკრაინის ჯარისთვის იარაღის პირდაპირ მიწოდების შესახებ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

„ეს ომი პუტინმა აირჩია და არა რუსმა ხალხმა, ამიტომ ნათლად უნდა დავინახოთ, რომ ეს პუტინის ომია“, - აღნიშნა შოლცმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაზე თავდასხმით პუტინი ანადგურებს ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურას.

„უკრაინაზე თავდასხმით პუტინს არ სურს მხოლოდ ქვეყნის აღმოფხვრა მსოფლიო რუკიდან, ის ასევე ანადგურებს ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურას“, - აღნიშნა შოლცმა.

მან ასევე განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა შეიარაღებული ძალებისთვის დაფინანსებას ზრდის და ამ მიზნით 2022 წლის ბიუჯეტში 100 მილიარდ ევროს გამოყოფენ.

„ამიერიდან, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი თავდაცვის სექტორს მოხმარდება“, - აღნიშნა შოლცმა.

შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და 500 „სტინგერის“ სარაკეტო სიტემის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. „ასე გააგრძელე, კანცლერო ოლაფ შოლც! ომის საწინააღმდეგო კოალიცია მოქმედებს", - დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო