ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებებზე - არც ისე მჯერა შედეგის, მაგრამ დაე, სცადონ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან დაგეგმილი მოლაპარაკებების შედეგების ნაკლებად სჯერა, თუმცა მზადაა, ომის შესაჩერებლად თუნდ მცირე შანსი გამოიყენოს.

„გულწრფელად ვიტყვი: არც ისე მჯერა ამ შეხვედრის შედეგის, მაგრამ დაე, სცადონ, ისე, რომ მოგვიანებით უკრაინის არცერთ მოქალაქეს არ შეეპაროს ეჭვი, რომ მე, როგორც პრეზიდენტი, არ ვცდილობდი ომის შეჩერებას, როცა იყო შანსი, თუნდ მცირე, მაგრამ მაინც“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ძალიან სერიოზული საუბარი ჰქონდა.

„სატელეფონო საუბარი მქონდა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან. 2 წელი არ გვილაპარაკია, დღეს კი დიდი ხანი ვისაუბრეთ, ძალიან სერიოზულად. დეტალურად ავუხსენი, რომ არ მინდა რაკეტები, თვითმფრინავები, შვეულმფრენები ბელარუსიდან უკრაინაში მოფრინავდნენ. არ მინდა, ბელარუსიდან უკრაინაში ჯარები მოდიოდნენ",- აღნიშნა ზელენსკიმ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია