კიევის მერის განცხადებით, ქალაქი რუსული ძალებით არის "ალყაში", თუმცა ძლიერია. ამის შესახებ ვიტალი კლიჩკო Associated Press-ს ესაუბრა.
ვიტალი კლიჩკოს ჰკითხეს, "ჰქონდათ თუ არა გეგმები მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ, თუ რუსული ჯარები დაიკავებდნენ დედაქალაქს", რაზეც კლიჩკომ განაცხადა:
”ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება, რადგან ყველა გზა გადაკეტილია”, - განაცხადა კლიჩკომ და დასძინა: ”ახლა ჩვენ ალყაში ვართ", - განაცხადა კლიჩკომ.
მერმა მედიასთან დაუდასტურა, რომ კიევში ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, მათ შორის ერთი ბავშვი.