საპარლამენტო ოპოზიცია შალვა პაპუაშვილს უკრაინის ელჩის პლენარულ სხდომაზე მოწვევის წინადადებით მიმართავს

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე უკრაინის საგანგებო და სრულფლებიანი ელჩის იგორ დოლგოვის მოწვევის წინადადებით მიმართავს.

შესაბამისი მიმართვა შალვა პაპუაშვილთან უკვე გაიგზავნა.

მას ხელს აწერენ პარლამენტის წევრები: ალექსანდრე რაქვიაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ანა ბუჩუკური, დავით უსუფაშვილი, დავით ბაქრაძე, თეონა აქუბარდია, თამარ კორძაია, იაგო ხვიჩია, ლევან იოსელიანი, პაატა მანჯგალაძე,სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე, ხათუნა სამნიძე, ჰერმან საბო. ასევე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ : ანა წითლიძე, აკაკი მინაშვილი, აბდულა ისმაილოვი, ბაჩუკი ქარდავა,გიორგი ბოტკოველი, გუბაზ სანიკიძე, გიორგი გოდაბრელიძე, დავით ხაჯიშვილი, დევი ჭანკოტაძე, დავით კირკიტაძე, ეკატერინე ხერხეულიძე, ვახტანგ კიკაბიძე, ზაალ უდუმაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, თეიმურაზ ჯანაშია, კობა ნაყოფია, კახაბერ ოქრიაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ლევან ვარშალომიძე, მანუჩარ კვირკველია, ნიკა მაჭუტაძე, ნონა მამულაშვილი, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, რომან გოცირიძე, სულხან სიბაშვილი, ცეზარ ჩოჩელი, ხატია დეკანოიძე.

ოპოზიცია პაპუაშვილს რეგლამენტით გათვალისწინებული იმ მუხლის გამოყენებას სთავაზობს, რომლის მიხედვით, პარლამენტი უფლებამოსილია პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება სხვა სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის მიერ დასმული საკითხების საპარლამენტო განხილვის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სხვა სახელმწიფოს ოფიციალურ დელეგაციას ან მის წევრს უფლება აქვს, დაესწროს საკითხების საპარლამენტო განხილვას. ამასთან, რეგლამენტის თანახმად,სხვა სახელმწიფოების პარლამენტების ხელმძღვანელების, სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების, დელეგაციათა ხელმძღვანელების სურვილით, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ისინი სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა