კომპანია „თელასის“ ცნობით, 28 თებერვლიდან წყალმომარაგებისა და დასუფთავების დავალიანების შესახებ მომხმარებლები მობილურ ტელეფონზე სათაურით „კომუნალურები“ ტექსტურ შეტყობინებას მიიღებენ.
მათივე ცნობით, შეტყობინებაში მითითებული იქნება აბონენტის ნომერი, წყალმომარაგებისა და დასუფთავების თანხა. ასევე, მითითებული იქნება წყალმომარაგებისა და დასუფთავების ცხელი ხაზის ნომრები.