ნინო წილოსანი - არ არსებობს არცერთი დამადასტურებელი, რაც ჩვენს პროდასავლურობასა და უკრაინისადმი მხარდაჭერაში შეიტანს ეჭვს

არ არსებობს არცერთი დამადასტურებელი, რაც ჩვენს პროდასავლურობასა და უკრაინისადმი მხარდაჭერაში შეიტანს ეჭვს - თქვენ ხართ მანიპულატორები! - ამ განცხადებით ოპოზიციონერ დეპუტატებს “ქართული ოცნების“ წევრმა ნინო წილოსანმა მიმართა.

წილოსანმა კოლეგებს მიმართა, “თუ საომარ სიტუაციაში რაიმეს გაკეთება სურთ, ერთადერთია ის, რომ შიდაპოლიტიკური მავნებლური დაპირისპირება არ გამოიწვიონ“.

“კოლეგებო გაგიკვირდათ რეაქცია, რაც ბიუროს სხდომაზე უმრავლესობას ჰქონდა. ყოველთვის ასეთი რეაქცია გვექნება, როცა შანტაჟსა და ცრუ ბრალდებებს გააჟღერებთ. არ არსებობს იმაზე უფრო მეტი შეურაცხყოფა, რაც ოკუპანტის მომხრეობას გულისხმობს. თქვენი ეს შეურაცხყოფა ყოველჯერზე პასუხგაცემული იქნება. არანაირ თავის დაცვისა და თავის მართლების რეჟიმში გადასვლას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო