გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირის წევრობა ეს არის ტრანსფორმაციის ინტენსიური და ღრმა პროცესი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს ესმის და მხარს უჭერს უკრაინის სურვილს, მიიღოს ევროკავშირის წევრობა, მაგრამ აცხადებს, რომ გაწევრიანების პროცესი შეუძლებელია, თვალის დახამხამებაში განხორციელდეს.

ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გავიღვიძოთ ახალ სამყაროში. წევრობის მიღება არ წარმოადგენს რაიმეს, რაც შეიძლება რამდენიმე თვეში გადაწყდეს, ეს არის ტრანსფორმაციის ინტენსიური და ღრმა პროცესი“ , - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ბერბოკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყოველთვის იყო სახლი, რომლის კარი იყო ღია და უკრაინა ევროპული სახლის წევრია.

„ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელების სურვილი იყო ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობები“ , - განაცხადა ბერბოკმა.

ცნობისთვის, დღეს საღამოს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განაცხადს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია