„ფიფა“ და „უეფა“ რუსეთის ყველა კლუბსა და ეროვნულ გუნდს აკრძალავენ

ფეხბურთის მსოფლიო მმართველმა ორგანომ „ფიფამ“ და ევროპის მმართველმა ორგანომ „უეფამ“ რუსული კლუბებისა და ეროვნული გუნდების ყველა შეჯიბრში მონაწილეობა აკრძალეს.

„ფიფამ“ და „უეფამ“ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგეს, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რეკომენდაცია მისცა, რომ რუს და ბელარუს სპორტსმენებსა და ოფიციალურ პირებს აეკრძალოთ ორგანიზებული საერთაშორისო შეჯიბრებები.

ეს ნიშნავს, რომ რუსეთის კაცთა ნაკრები მომავალ თვეში მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებს ვერ ითამაშებს და ქალთა ნაკრებს ზაფხული ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა აეკრძალა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია