ბაჩო ახალაია - მინდა გამოვხატო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ - გაოცებული ვარ ამ ხალხით და ცოტა მშურს კიდეც

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. როგორც მან რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, უკრაინელი ხალხით გაოცებულია და ცოტა შურს კიდეც.

„ერთი სიტყვით მინდა განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინის მიმართ. გაოცებული ვარ ამ ხალხით. გაოცებული ვარ! და თუ შეიძლება ვთქვა, რომ ცოტა მშურს. სამწუხაროდ, ახლა ბევრი არაფერი შემიძლია“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. საპატიმროსთან მას ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.

ბაჩო ახალაიას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა პატიმრების წამების საქმეზე აქვს მისჯილი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის