"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მომხსენებლის ტრიბუნაზე უკრაინის დროშა გადმოფინა.
დღეს პარლამენტში პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოზიციას კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ.