ნიკოლოზ სამხარაძე - თუ უკრაინას ევროკავშირი მიანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს და მოლდოვასაც მიანიჭებენ -განვიხილავთ გაწევრიანების დაჩქარების საკითხს

თუ უკრაინას ევროკავშირი მიანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს და მოლდოვასაც მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს - განვიხილავთ გაწევრიანების დაჩქარების საკითხს, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ განაცხადი განაცხადად არ დარჩეს, საქართველოს ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა დასჭირდება.

„ჩვენი საელჩო მუშაობს ამაზე, ასევე პრეზიდენტი იმყოფება ბრიუსელში, ექნება მაღალი დონის შეხვედრები და ისიც დააყენებს ამ საკითხს. დღეს მთავარი ფოკუსი არის უკრაინაზე, რადგან იქ არის ომი, შესაბამისად, რისკები არის ჩვენთანაც და სწორედ ამას ვამბობ, თუ უკრაინას მიანიჭებენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს და მოლდოვასაც მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს. განაცხადთან დაკავშირებით, იცით, რომ 2024 წელს უნდა შეგვეტანა, დღეს ჩვენ, ისევე როგორც უკრაინა და მოლდოვა, შორს ვართ კრიტერიუმების დაკმაყოფილებისგან, რამდენიმე წლის სამუშაო გვჭირდება, თუმცა, ამ ვითარებაში რაც რეგიონშია, განვიხილავთ დაჩქარების საკითხს, ამისთვის პირველ რიგში ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა დაგვჭირდება, რომ განაცხადი განაცხადისთვის არ გაკეთდეს", - განაცხადა სამხარაძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო