რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიევის მოსახლეობას დაგეგმილი „მაღალი სიზუსტის დარტყმების“ შესახებ აფრთხილებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიევის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უკრაინის დედაქალაქში სამიზნეებზე დასარტყმელად ემზადება.

სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მათი ძალები ემზადებიან „მაღალი სიზუსტით დარტყმების“ განსახორციელებლად „უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ტექნოლოგიურ ცენტრებსა“ და „72-ე მთავარ PsyOps ცენტრზე“.

„მოვუწოდებთ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებსაც ნაციონალები რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციების განსახორციელებლად იყენებენ და ასევე მათ, ვინც გადამცემი სადგურის მახლობლად ცხოვრობენ, დატოვონ სახლები“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ დარტყმები ხორციელდება "რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო თავდასხმების თავიდან ასაცილებლად".

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია