სენატორი ჯიმ რიში - შეძრწუნებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ უჭერს უკრაინას - ვთხოვ, გამოძებნონ ის გამბედაობა, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს

შეძრწუნებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ უჭერს უკრაინას. ვთხოვ მათ გამოძებნონ ის გამბედაობა, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს , - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში „ტვიტერში“ წერს.

„14 წლის წინ, როცა რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მსოფლიო თბილისში ჩვენი მეგობრების გვერდით დადგა. ახლა, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, შეძრწუნებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ უჭერს უკრაინას. ვთხოვ მათ გამოძებნონ ის გამბედაობა, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს“, - წერს სენატორი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები