გლდანში, კორინთას ქუჩაზე გზის საფარი მოწესრიგდა

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, კორინთას ქუჩა რეაბილიტირდა. სამუშაოების ფარგლებში, 1 158 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, 430 კვ.მეტრ ფართობზე კი ბეტონის საფარი მოეწყო.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე აქამდე გრუნტის გზა იყო, ახლა კი მოსახლეობა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 101 221 ლარი დაიხარჯა.

დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა