ეკა გიგაურის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი არსებულ კრიზისულ ვითარებაში შესაფერისი ფიგურა არ არის და უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული „ღირსებაშემლახველი განცხადებების" გამო, თანამდებობა უნდა დატოვოს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარის ეკა გიგაურის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არსებულ კრიზისულ ვითარებაში შესაფერისი ფიგურა არ არის და უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული „ღირსებაშემლახველი განცხადებების" გამო მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

როგორც გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში ოპოზიციას შეუძლია 51 ხმით მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი დაიწყოს.

"ჩემთვის, ისევე როგორც საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის, მისი განცხადებები იყო აბსოლუტურად მიუღებელი. მგონია, რომ მისი განცხადებები საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო იყო. მისი ღირსებაშემლახველი განცხადებების გამო, ვფიქრობ, მან თანამდებობა უნდა დატოვოს. როდესაც ასეთ კრიზისულ სიტუაციაში ვართ (რაც უკრაინაში ხდება, მხოლოდ უკრაინის ომი არ არის და ეს არის რუსეთის აგრესია დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ), არ მგონია ის იყოს შესაბამისი ფიგურა, რომელმაც შეიძლება ერთი მხრივ საქართველოს ინტერესები გაატაროს ამ კრიზისულ ვითარებაში, მეორე მხრივ კი ვხედავთ, როგორ სწრაფად ვითარდება უკრაინის ევროკავშირის კანდიდატობის საკითხი. ეს მნიშვნელოვანი პროცესია, რომელშიც საქართველო არ ჩანს. ჩვენ გვქონდა ომი რუსეთთან და მგონია, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს, ამ მიმართულებით წინ წავიდეთ. არ ვიცით, რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება. ამის სათავეში უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი. მთავრობა დაკავებული უნდა იყოს არა იმით, როგორ გააშავოს ადამიანები, რომლებიც დგანან რუსთაველის გამზირზე და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს, არამედ იმით უნდა იყოს დაკავებული, ამ პროცესში საქართველომ რა შეიძლება მიიღოს. არ მგონია, რომ პრემიერი ადეკვატურად აფასებს ამ ყველაფერს და იცის, რა უნდა გააკეთოს როგორც მთავრობის ხელმძღვანელმა. ის არ არის სწორი ფიგურა ამ თანამდებობაზე. არსებობს ბერკეტები იმისთვის, რომ მის და მთავრობის მიმართ უნდობლობის საკითხი დაისვას. ამისთვის საჭიროა 51 ხმა მაინც, შესაბამისად, ეს ხმები შესაძლოა, ოპოზიციამაც შეაგროვოს. მგონია, არის ის სიტუაციაა, რომ მმართველ გუნდშიც კონკრეტულმა ადამიანებმა კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. ამის შემდეგ, ბოლოში რომ გავიდეს ეს პროცესი, საჭიროა 76 ხმა. მაგრამ დღეს მნიშვნელვანია, რომ საქართველოს პარლამენტში კონკრეტული ინიციატივები გაჟღერდეს",- განაცხადა ეკა გიგაურმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს