დენის შმიგალი - რუსეთის მტრული არმია ძალას კარგავს, უკრაინის არმია ათი ათასობით რეზერვისტით ივსება

რუსეთის მტრული არმია ძალას კარგავს, ცალკეულ მონაკვეთებზე კი იძულებულია ტაქტიკურად უკან დაიხიოს, მაშინ როდესაც, უკრაინის არმია ათი ათასობით რეზერვისტით ივსება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

„მიმდინარეობს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მე-7 დღე რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, ჩვენი მეომრები ლომებივით იბრძვიან ყველა მიმართულებით და მტკიცედ აძლიერებენ თავდაცვას. მტერი ძალებს კარგავს, ცალკეულ მონაკვეთებზე კი იძულებულია ტაქტიკურად უკან დაიხიოს. ამავდროულად, ათი ათასობით რეზერვისტით ივსება ჩვენი არმიის რიგები. უკრაინისკენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის იარაღი. მთავარი კი ის არის, რომ დაბნეულობა, რომელიც ბევრ ადამიანს ჰქონდა პირველ დღეებში, შეიცვალა თავდადებით“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველას ესმის, რომ უკრაინელები განმათავისუფლებელ ბრძოლას აწარმოებენ თავისი მიწისა და მომავლისთვის და მტერს ამ დანაშაულს არ აპატიებენ.

უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმებისთვის აუცილებლად დაისჯებიან ჰააგაში.

„რკინის ფარდა სულ უფრო მეტად ეშვება აგრესორზე. მსოფლიო კომპანიები ტოვებენ რუსეთს, რადგან არ სურთ ურთიერთობა ჰქონდეთ სისხლიან ფულთან. რუსეთმა ფაქტობრივად დეფოლტი გამოაცხადა. ბევრმა ცივილურმა ქვეყანამ რუსეთს ცა დაუკეტა. ამავდროულად უკრაინა სულ უფრო ძლიერდება. ევროპარლამენტმა მიღო უკრაინის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“ , - განაცხადა შმიგალმა.

მისი თქმით, ახლა უკრაინა არის თავისუფლებისთვის ბრძოლის მსოფლიო ცენტრი. მანვე აღნიშნა, რომ სამთავრობო გუნდი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით კიევში იმყოფება და არსად წასვლას არ აპირებს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის