ჩინეთი რუსეთს ფინანსურ სანქციებს არ დაუწესებს

რუსეთისთვის ფინანსური სანქციების დაწესებაში ჩინეთი შეერთებულ შტატებსა და ევროპულ მთავრობებს არ შეუერთდება, - აღნიშნულის შესახებ ქვეყნის საბანკო მარეგულირებელმა განაცხადა.

„ასოშიეტიდ პრესის“ თანახმად, ჩინეთი არის რუსული ნავთობისა და გაზის მთავარი შემსყიდველი და ერთადერთი მსხვილი მთავრობა, რომელმაც თავი შეიკავა მოსკოვის უკრაინაზე თავდასხმის კრიტიკისგან.

„ჩვენ არ ვუერთდებით ასეთ სანქციებს და გავაგრძელებთ ნორმალურ ეკონომიკურ, სავაჭრო და ფინანსურ ურთიერთობებს ყველა შესაბამის მხარესთან“, - განაცხადა ჩინეთის საბანკო და სადაზღვევო მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, გუო შაქჩინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა