უკრაინის ხელისუფლება - რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამ ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად ასევე დაიღუპა ათი მაშველი.

ომის დაწყებიდან დღემდე მაშველებმა ხანძრის 400-ზე მეტი კერა ჩააქრეს.

„შვიდდღიანი ომის განმავლობაში რუსეთმა გაანადგურა ასობით სატრანსპორტო კვანძი, საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფოები და საბავშვო ბაღები“, - ნათქვამია განცხადებაში.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა